"ქართული ოცნების" თავჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ენმ-ს დაკავებული თავმჯდომარე პოლიტპატიმარი არ არის, რადგან მისივე თქმით, ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია.
მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის საპასუხოდ აცხადებს, რომ უმრავლესობა განიხილავს ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან, დანარჩენი, მისივე შეფასებით, მომავლის საქმეა, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.
ამის შესახებ მამუკა მდინარძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ყველა ვერსიას ყურადღებით განვიხილავთ ხოლმე და თუ არ არსებობს ძალიან მკაფიო არგუმენტი, რომელიც პირდაპირ ურტყამს არა რომელიმე პარტიის ინტერესს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ამ შემთხვევაში, პრობლემას ვერ ვხედავთ ხოლმე. ოღონდ სახელმწიფოებრიობას, ოღონდ სამართლიანობას, ოღონდ კანონს არ ურტყამდეს და ამაზე არ მიჰქონდეს იერიში, ყველა საკითხს განვიხილავთ. ნიკა მელიას უკვე ცხადად აქვს წარმოდგენა რა შემთხვევაში დატოვებს ის საპატიმროს და არ ტოვებს. დღევანდელ სხდომაზე იყო ხუმრობასთან დაკავშირებული ორი მომენტი. ერთი ბატონმა ლადო კახაძემ თქვა - „ეს პოლიტპატიმრობა კი არა პოლიტიკური თვითიზოლაციააო“ და აბსოლუტურად ვეთანხმები. ადამიანს, რომელსაც შეუძლია დატოვოს საპატიმრო და არ გამოდის, ეს არის პოლიტიკური თვითიზოლაცია. მეორე ხუმრობა შეეხებოდა ორი თვით გადადებულ აქციებს, რაზეც სერიოზულად ვერ ვილაპარაკეთ, გაგვეღიმა და გადავედით სხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე, შემიძლია გიპასუხოთ, რომ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში არ მოდის სახელმწიფოებრიობასთან და სამართალთან, დანარჩენი მომავლის საქმეა მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მიმართავენ და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის ხედვას სთავაზობენ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს ემყარება.
მასალის გამოყენების პირობები






