"ზუსტად 2-3 კვირაში, თუ ჩვენ ყველა ერთად არ მოვიქცევით შესაბამისად, შეიძლება ძალიან გაგვირთულეს ეპიდსიტუაცია" , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ , მამუკა მდინარაძემ, სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობის სხდომაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრიც იმყოფებოდა, რომელმაც მმართველ გუნდს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ეპიდრისკებთან დაკავშირებით.
„ჯანდაცვის მინისტრი გვყავდა მოწვეული უმრავლესობის სხდომაზე, რომელმაც მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია როგორც ეპიდრისკების, ასევე ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ. მე ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მოქალაქეს ვთხოვო, ძალიან დაკლებულია პირბადის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი, რაც ზრდის რისკებს ვირუსის გავრცელების. ჩვენ არ გვაქვს მაინც და მაინც საქმე ისე, რომ დავმშვიდდეთ, რადგან ხალხმა და ხელისუფლებამ მოახერხა და დაასტაბილურა გარკვეულწილად ვითარება და 500-ის ფარგლებში მერყეობს და 10-ჯერ ნაკლებია პიკური სიტუაციისგან, რაც გვქონდა ქვეყანაში, ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. ზუსტად 2-3 კვირაში, თუ ჩვენ ყველა ერთად არ მოვიქცევით შესაბამისად, შეიძლება ძალიან გაგვირთულეს ეპიდსიტუაცია. ამიტომ, ყველამ ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი გზა იმისათვის, რომ რისკები მაქსიმალურად დავაზღვიოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთერლობას, ვიდრე ვაქცინაციის პროცესში ყველა არ იქნება ჩართული, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით“,- განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






