გააუქმეთ 5-დღიანი კარანტინი გალიდან გადმოსულებისთვის - ხოშტარია მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 14:19, 27 Mar, 2021     1022

პოლიტიკოსი და მოძრაობა დროას დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანების გასაჭირი და გააუქმოს 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი, რომლის გავლაც მათ ზუგდიდში გადმოსვლის დროს უწევთ.

ხოშტარიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე ერთი თვის წინ უკვე მიმართეს პრემიერ-მინისტრს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.


"უკვე მესამედ გვიწევს მივმართოთ მთავრობას იმ აბსოლუტურად გაუაზრებელ და ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემების შემქმნელ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც ფუნქციონირებს საოკუპაციო ხაზზე, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, პრაქტიკულად, ვერ გადმოდიან ან უწევთ ისეთი გზებით გადმოსვლა ზუგდიდში, რომ ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ. გამომდინარე იქიდან, რომ საოკუპაციო ხაზზე შემოსვლა რეგულირდება 5-დღიანი სავალდებულო კარანტინით, ადამიანები ერთსაათიან საქმეზე რომ გადმოვიდნენ, უწევთ “შავი გზებით” გადმოსვლა და ამას მოყვა ჯანმრთელობის არაერთი დაზიანება. მინდა მივმართო მთავრობას, საკოორდინაციო საბჭოს, რომ არ შეიძლება ასეთ იგნორირებას უკეთებდე შენი მოქალაქეების ამ მდგომარეობას. მესმის, რადგან ეფექტურად ვერ ვაკონტროლებთ სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიმოსვლის გარკვეული რეგულაცია უნდა არსებობდეს, თუმცა ეს შეიძლება იყოს სწრაფი ტესტი ან შეიძლება მოინახოს ისეთი გამოსავალი, რომელიც ამ მძიმე მდგომარეობაში არ ჩააგდებს მოქალაქეებს.

ჩვენ გვქონდა ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც კოვიდ სასტუმროში მიყვანილი ადამიანი გარდაიცვალა და არის ფაქტები, როდესაც ადამიანები გარდაცვალების რისკის ფასად გადმოდიან იმიტომ, რომ აქ არის სასიცოცხლო აუცილებლობა, ექიმთან ვიზიტი, საბუთებზე გადმოსვლა და ა.შ. დაახლოებით ერთი თვის წინ, მივმართეთ პრემიერ-მინისტრს თხოვნით, რომ გადახედონ ამ რეგულაციას და პასუხიც კი არ გაუციათ. სრული იგნორირებაა ამ საკითხის. ეს არის სასწრაფო საკითხი იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ამ „შავი გზებით“ გადმოდის, შეიძლება დაზიანდეს და ტრაგედია მოხდეს”,- განაცხადა ხოშტარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42