უკნოტროლო სიტუაცია და დარღვეული რეგულაციები რუსთავის მომსახურების სააგენტოსთან - მოქალაქეებს, რომლებსაც ავტომობილზე სანომრე ნიშნის შეცვლა სურთ რიგში დგომა საათობით უწევთ.
აღსანიშნავია, რომ პანდეემიის მიუხედავად, შენობასთან დისტანციას არავინ აკონტროლებს.
"რაც ახლა აქ მომსახურების სააგენტოსი ხდება, არის მოქალაქეების დაცინვა" , - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
მისივე თქმით, მენეჯმენტის არარსებობა, ადგილზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის და ხელისუფლებას ხალხის მდგომარეობა არ აინტერესებს.
"რაც ახლა აქ მომსახურების სააგენტოსი ხდება, არის მოქალაქეების დაცინვა. რამდენიმე ათეულ ადამიანს უწევს გარეთ ყოფნა წვიმასა და ქარში. ნაცვლად იმისა, რომ ყველა ოპერატორი ამუშაონ, ნაცვლად იმისა, რომ სერვის ცენტრები დაამატონ, ადამიანებს მომსახურებას ვერ უწევენ და ვერ ამეჯმენტებენ.
ხალხი, რომელიც ამ რიგებს აწყობს, მოქალაქეებს ასე ექცევა, ეს ადამიანები 9 საათზე მოგვწიდებენ, რომ სახლში გავჩერდეთ, მანქანაში კორონა გადაგედებათო.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას ფეხებზე კიდია თავისი მოქალაქეები, მთავარია ჯიბეში ხელი ჩაუყოს და ფული გადაახდევინოს",- თქვა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






