გორის მერია პარტაქტივის, პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის, ფულს ბიუჯეტიდან უხდის - არსებული ინფორმაციით , გორის ბიუჯეტიდან 20 მილიონი იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე იხარჯება, სადაც "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან დასაქმებული და მათი რაოდენობა 3 000-ს აღწევს.
რადიო "მოზაიკას" დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის განცხადებით, სამი წლის წინ განხორციელებული რეორგანიზაციის მიუხედავად, მერიაში აიპ-ების დაფინანსება და თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდილია.
"რეორგანიზაციის მონაპოვარი, თუკი უნდა ყოფილიყო საბიუჯეტო თანხების დაზოგვა და თანამშრომელთა შემცირება, რეორგანიზაციიდან სამი წლის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ აიპების დაფინანსება არის გაზრდილი და ასევე ყოველწლიურად იზრდება თანამშრომელთა რაოდენობა.
აუდიტის სახელმწიფო სამსახური ამბობდა, რომ აიპებში მუშაობენ არაკვალიფიციური ადამიანები ისინი, ვინც არ იციან კონკრეტულად, რა არის მათი ფუნქცია-მოვალეობები და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ აუდიტის დასკვნის შემდეგ იგივე ვითარება გვაქვს მუნიციპალურ აიპებში",- თქვა გვანცა დოლუაშვილი.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ გორი მერიაში
მასალის გამოყენების პირობები






