აშშ-ისა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძლიერი ევროკავშირი აშშ-ის ინტერესებშია. მან ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებსა და მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობას. მან ასევე ისაუბრა საერთო გამოწვევებზე მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე, როგორიცაა COVID-19-თან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და იმის უზრუნველყოფა, რომ დემოკრატიებმა და არა ავტოკრატიებმა დაადგინონ წესები.
პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად იმუშაონ საერთო საგარეო პოლიტიკურ ინტერესებზე, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა თურქეთის, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის სალითხებში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






