სასამართლო რეფორმა ოცნების დიდი მიღწევაა... იქ შეიძლება, გავლენიანი ჯგუფი არსებობს, მაგრამ მაინც დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან - სუბარი
პოლიტიკა - 16:19, 26 Mar, 2021     1103

ოცნების დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან. მისი თქმით, "ქართული ოცნების ერთ-ერთი დიდი მიღწევა სწორედ სასამართლო რეფორმაა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დიდი მიღწევა სასამართლო რეფორმაა, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ჩვენი ოპონენტები სასამართლო სისტემაზე. ფაქტები შემდეგზე მეტყველებს - მნიშვნელოვნად შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. თუ მანამდე წელიწადში 600-800 საჩივარი მიდიოდა, ახლა არის 80-დან 120-მდე. ძალიან სერიოზულად მოიმატა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ, მაშინ როცა მაგალითად, 2008 წელს სასამართლოებში განხილულ 18 ათასი სისხლის სამართლის საქმიდან, ერთადერთი გამამართლებელი განაჩენი დადგა. ფრანგულმა "იფსოსმა" გამოკითხვებით გამოავლინა, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა უფრო მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში. ამის მიუხედავად, არსად მსოფლიოში და არც საქართველოში უხარვეზო სასამართლო არ არსებობს. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყველა მოსამართლე მოსწონთ. არაერთი მოსამართლე შემიძლია ჩამოვთვალო ვინც არ მომწონს, მაგრამ სწორედ იმიტომ არიან და ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ მოსწონს სოზარს. სწორედ სასამართლო სისტემის ყველაზე დიდი კრიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ არც ერთი მოსამართლისთვის ხელი არ გვეხლო და ყველა უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიგვეცა. როცა ეს გავაკეთეთ, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი კრიტიკოსები გახდნენ, თუ რატომ დავტოვეთ მოსამართლები და რატომ მივეცით ყველა უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

სასამართლოში შეიძლება გავლენიანი ჯგუფი არსებობს, მაგრამ მთავარია, რომ სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისგან. მოსამართლეებს აქვთ თუ არა გავლენები ერთმანეთზე, ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რეფორმა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, ყველაფერს დაალაგებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42