საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, იმ საკითხზე კონცენტრირდნენ, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი. მისი განმარტებით, ევროკავშირის მედიაცია ამ მიმართულებით არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს:
"ვფიქორობ, რომ უკანასკნელი კვირებისა და თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა არის რეალური გამოწვევა საქართველოსთვის, რადგან საქართველო ახლა ისედაც არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და რეგიონული მიმართულებით, სადაც ვითარება საკმაოდ რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მთელი ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ ამ გამოწვევებისკენ და მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა შიდა პოლიტიკურ ფრონტზე ჩაწყნარდეს.
ევროკავშირის მედიაცია ამ მიმართულებით არის კარგი შესაძლებლობა, რათა ამ გვერდის გადაფურცვლა მოხდეს, მე ვუერთდები მათ ვინც მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, რათა გამონახონ გამოსავალი, გადაფურცლონ ეს გვერდი და კონცენტრირდნენ იმ საკითხებზე რაზეც ქვეყანას სჭირდება კონცენტრირება", - განაცხადა დიეგო კოლასმა.
მასალის გამოყენების პირობები






