კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მისი თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ წამოსულ კრიტიკას ჩვეული რიტორიკით პასუხობს და აცხადებს, რომ სისტემა მაინც შეიქმნება, განსხვავებული აზრით კი აუცილებლად დაინტერესდება, რადგან კრიტიკის უფლება ყველას აქვს:
"თურმე, ინგა გრიგოლია ავითარებს მოსაზრებას, რომ თეა წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს რა ბერკეტი მაქვს ცენზურის, ეს სასაცილოა. ისიც უთქვამთ, რომ მე ვარ ბერია. მინდა ინგა გრიგოლიას ვკითხო - სად არის ცენზურა? არ არის ცენზურა, სად არის ცენზურა, მაგრამ ის რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის 2X2 ოთხი. მათ შორის ქალბატონ ანიტას მე მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სისტემა, სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილები.
ამიტომ რაც არ უნდა ეს ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, და დავინტერესდები რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ ჩემი ქართული ოცნების კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა, და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთესად კეთებას" - აცხადებს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






