სუბარი ოპოზიციას აფრთხილებს - "თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ , 2024 წლამდე მათი ადგილი პოლიტიკაში არ დარჩება"
პოლიტიკა - 22:28, 25 Mar, 2021     1838

"ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი ოპოზიციას მიმართავს და აფრთხილებს, რომ " 2024 წლამდე მათი ადგილი ამ პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ" - მისივე თქმით, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა და ოპოზიციური ველი მოსუფთავდება.

სუბარი თვლის , რომ ოპოზიციას არ სურს მედიატორი და საქართველოს მეგობრების ჩართულობა, არამედ უნდათ, იდგნენ "ქუჩაში, იყვირონ და სასტვენებით უსტვინონ“.

"ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ნაბიჯია გადადგმული. ჩვენ მზად ვართ ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ არჩევნები გაყალბდა. თუ არ გაყალბდა, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მთავრობა ფუნქციონირებდეს, ვიღაცას შედეგი არ მოსწონდეს, ამის გამო არჩევნები ტარდებოდეს. მართლა ვეუბნები ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მივმართავ, 2024 წლამდე მათი ადგილი ამ პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ იმიტომ, რომ ქუჩაში დარჩებიან. მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, მე მათ ვაფრთხილებ.

თუკი ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, უბრალოდ, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება და ახალი ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. კარგი იქნება, ეს გაითავისოს და გაითვალისწინოს ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მათმა მხარდამჭერებმაც და მთლიანად პარტიებმა. თუმცა, მხარდამჭერებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მათ ეს გათავისებული აქვთ, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა“,-განაცხადა სუბარმა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების გაყალბებაზე ეჭვი რომ ჰქონდეს ადამიანებს, მაშინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე „ქუჩაში არა 300 კაცი, არამედ 300 000 იქნებოდა“.

"არანაირი ჩიხი არ არსებობს, ეს არის კრიზისის შექმნის მცდელობა“,- განაცხადა სუბარმა "პატირა ნიუსში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42