"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება მოსახლეობას მუდმივად უმალავდე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დეტალებს და პირობებს, არ აყენებდე საქმის კურსში ამომრჩეველს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეები შეთანხმებასაც ვერ აღწევენ.
მისივე თქმით, თავად იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც გაამჟღავნებს მოლაპარაკებების შინაარსს.
ხაზარაძე შარლს მიშელის პირადი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციით უკვე გამართულ და მომავალ მოლაპარაკებებსა ეხმაურება და ამბობს, რომ მედიატორმა უნდა წარმოადგინოს ისეთი დოკუმენტი, რომელზეც უარს ვერც ერთი მხარე იტყვის:
"დადგება დრო და ალბათ მე ვიქნები ერთ ერთი პირველი, ვინც დაარღვევს, დაველოდები კიდევ ამ ჯენტლმენურ შეთანხმებას კონფიდენციალურობის არგამჟღავნების, მაგრამ როცა ბატონი დანიელსონი ჩამოვა, აუცილებლად მე ვიქნები ერთ ერთი პირველი, ვინც იტყვის რაზე იყო საუბარი. ასე არ შეიძლება ბუნდოვანი, თან შედეგი არ დადო.ჩვენ არ გვჭირდება ქართულად "საქმის მოგვარება", "გარჩევა" . მე მჭირდება სტანდარტი და ეს სტანდარტი უნდა იყოს ევროპული და ეს სტანდარტია, როცა ეკონომიკური პრობლემა გაქვს, სასმართლო რეფორმის პრობლემა გაქვს, საარჩევნო პრობლემა გაქვს. მე მაქვს პრეტენზია რომ ევროპაში შევიდე? დღესვე უნდა ვიცხოვრო ევროპული კანონებით და კეთილი ინებე და ჩამოიტანე ის დოკუმენტი, რომელზეც ვერავინ ვერ იტყვის უარს და აქ როგორ მიდის იცით? ოცნებას ის აწყობა, ის არ აწყობს", - ამბობს ხაზარაძე "დღის სტუმარში".
მასალის გამოყენების პირობები






