სამსახურიდან განსხვავებული მოსაზრებებისა და კრიტიკული სტატიების დაწერის გამო გამათასიფლეს - ამის შესახებ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს უკვე ყოფილმა მრჩეველმა, გიორგი ფანიაშვილმა, განაცხადა.
მისივე თქმით, აზრის გამოხატვის გამო თავდასხმები დააცილებს საქართველოს ევროპული მომავლისგან.
“ამ სტატიებში კრიტიკული, ანტისახელმწიფოებრივი, ამორალური, უკანონო და არაერთიკური არაფერი ყოფილა, ეს იყო სუფთა საინფორმაციო, ანალიტიკური სტატიები, რომლის მიზანიც იყო, რაღაც წრებში გამოეწვია გარკვეული დისკუსია საგარეო პოლიტიკის თემატიკასთან დაკავშირებით.
ეს იყო ზომიერად განსხვავებული აზრი, რასაც მოჰყვა ჯერ სიტყვიერი, მკაფიო გაფრთხილება ელჩის მხრიდან, რომ ეს იყო ძალიან არასასურველი და ეს გამოიწვევდა გარკვეულ უარყოფით შედეგებს ჩემს სამსახურებრივ კარიერასთან დაკავშირებით, რასაც მოგვიანებით უკვე მოჰყვა უსაფუძვლო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. რახან ვერ გამათავისუფლეს ადმინისტრაციული, დისციპლინური წარმოებით, გამათავისუფლეს უკვე რეორგანიზაციით”, – ამბობს ფანიაშვილი ფორმულასთან საუბრისას.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






