"ოცნებამ" ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი - კახა ოქრიაშვილი
პოლიტიკა - 16:36, 25 Mar, 2021     1099

პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალსი შესაძლო გამოჩენაზე ნიუპოსტთან საუბრობს.

მისი განმარტებით, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი სამ ნაწილად იყოფა, რომელშიც მესამე მოთამაშე ფსევდო-ოპოზიციაა. ის იმედს გამოთქვამს, რომ გახარია არავის პროექტი იქნება და დამოუკიდებელი ფიგურა იქნება:

- როგორ შეაფასებდით პარლამენტის ერთპარტიულ რეჟიმში მუშაობას და რა როლი აქვს დღეს პარლამენტში შესულ ოპოზიციურ ნაწილს?

- პოლიტიკა პარლამენტში არ კეთდება, პოლიტიკა კეთდება ქუჩაში, მოსახლეობის მიერ. ჩვენი პარლამენტი და "ქართული ოცნება" ჰგავს თოჯინების თეატრს, ყველას ძაფი აქვს მობმული. ვინც არ არის თოჯინა, პარლამენტში არ ზის!

დღეს პოლიტიკურ სპექტრს დავყოფდი სამ ნაწილად: "ქართული ოცნება", ოპოზიცია და ფსევდო-ოპოზიცია. რეალური ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის. ფსევდო-ოპოზიცია კი არის ის ოთხი ადამიანი, ვინც ადრე "პატრიოტთა ალიანსში" იყო, მერე თქვეს, მანდატები ვიყიდეთო და "ევროპელი სოციალისტები" დაირქვეს, ასევე, "ოცნების" ნაწილია პარტია "მოქალაქეები" და ახლა, "გირჩის" ე.წ. განაყარის ასარჩევია, საით ჩაეწერებიან საბოლოოდ!

- რას იტყვით "გირჩის" შეთავაზებაზე?

- მიხეილ სააკაშვილი არ არის უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მომავალი. ასეთ ჩანაცვლებებს აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები! ჩვენ, ოპოზიციას გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავს, თუმცა სენატში ყველა იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყნის დიდი პრობლემაა. "ოცნებამ" ამერიკის სენატიდან გაიგო, რომ ქვეყანაში არსებობს ღრმა პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, არამარტო პოლიტიკური, არამედ უკვე რვა წელია, ვიმყოფებით კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ კრიზისში, რაც იმით არტის გამოწვეული, რომ "ქართული ოცნება" ვერ მართავს ქვეყანას. თოჯინები ქვეყანას ვერ მართავენ!

- ფიქრობთ თუ არა, რომ გახარიას სახით ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალა გამოჩნდება?

- საქართველოში უკვე არსებობს მესამე ძალაც, მეოთხეც და მეხუთეც. ბევრი პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში, რომელიც 3%-იან ბარიერს გადასცდა. შეიძლება დღეს ისინი სუსტები არიან, რადგან 3% აიღეს, მაგრამ ხვალ, შესაძლოა, უფრო ძლიერ ძალად მოგვევლინონ. რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიას, მან უნდა აირჩიოს, სად იქნება მისი პარტია, თუკი ასეთს შექმნის. თუ გახარია დაფიქსირდება როგორც ოპოზიციური მოთამაშე და ოპოზიციური ძალა, ეს სხვა საკითხია. ხოლო, თუ ის იქნება "ქართული ოცნების" მოკავშირე, ეს უკვე სულ სხვა მოცემულობაა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმედი მაქვს, ბატონი გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე. მეტიც, იმედია, საქართველოს პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკური ძალა არ იქნება ვინმეს პროექტი. "პროექტები" ისედაც ძალიან ბევრია, ზოგი უკვე პარლამენტში ზის, ზოგი კი ახლა ემზადება პარლამენტში შესასვლელად და ეს ყველა ერთად ბიძინა ივანიშვილის პროექტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42