ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველი გიორგი ფანიაშვილი სამსახურიდან განსხვავებული აზრის ქონის გამო გაათავისუფლეს.
როგორც ფანიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, განსხვავებული აზრი ის თავისუფლებაა, რომელიც ევროპული საქმის განუყოფელი ნაწილია:
"David Zalkaliani / დავით ზალკალიანიSophiko Katsarava საქართველოს მთავრობა
ფიქრის, მოსაზრების ქონის, აზრის გამოხატვის, წერის, დისკუსიის თავისუფლებები ეს ის თავისუფლებებია, რომლებიც უკეთესი, ევროპული მომავლის ვაგონს უნდა აგორავებდნენ. ამ თავისუფლებების მოვლა და გაფრთხილება ევროპული საქმის განუყოფელი ნაწილია.
ეს თავისუფლებები არ უნდა გახდეს სისტემური თავდასხმების საგანი მითუმეტეს ისეთი უწყების მხრიდან, როგორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, მითუმეტეს არ უნდა გახდეს ადმინისტრაციული წარმოების/შევიწროების, დისკრიმინაციისა და რეორგანიზაციის ჩატარების საფუძველი.
ესეთი “პატარა” თავდასხმები ამ ყველაფერზე, მხოლოდ კიდევ უფრო დააცილებს საქართველოს ევროპული საქმისგან და ევროპული მომავლისგან.
მე, საგარეოდან გაშვებულიც მშვენივრად განვაგრძობ ფიქრსაც, განსხვავებული მოსაზრების გამოხატვასაც და ამ ნაგიქრალის წერასაც.
მადლობა სამოქალაქო საქართველო - სამოქალაქო საქართველო - Civil.ge - ის და ევროპის მოამბე - ეს თანამშრომლობისთვის და მოსაზრებების გამოსახატად სივრცის მოცემისთვის" - წერია ფანიაშვილის პოსტში.
მასალის გამოყენების პირობები






