არსებული ვითარება კიდევ უფრო მეტად აშფოთებს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს. ისინი გამუდმებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, წავიდეს დათმობაზე, რადგან ქვეყანაში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს და ქართული პოლიტიკა მისი თამაშის ნაწილი არ უნდა გახდეს.
სენატში გამართულ დებატებზე, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ, იყო მკაფიო მოწოდებებიც, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი ნიკა მელია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეა.
რა იქნება ამის შემდეგ და რა ნაბიჯებს გადადგამს ოცნება დანიელსონის განმეორებითი ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროს, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, ნიუპოსტის ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილი აშშ-ის ახალი ხელისუფლებიდან პირველ სიგნალებს ელოდა, რომელიც მისთვის გადამწყვეტი იყო.
წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს პოლიტიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლა ურჩია, ხოლოს ამის ერთადერთ გზად, ვადამდელი არჩევნები მოსთხოვა და ისიც 2021 წელს. როგორ ნიუპოსტს სახელისუფლო წყარო უყვება, ივანიშვილი გზავნილს დათანხმდა.
გუშინ სენატორების ენით ოლიგარქს გადმოსცეს, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება, ხოლო პოლიტპატიმრები და ნიკა მელიას დაპატირმება დემოკრატიის უკან გადადგმული ნაბიჯია და ეს რუსეთის ინტერესებში შედის.
სენატორმა რიშმა პირდაპირ თქვა: ქვეყანაში მართლმსაჯულებაზე, მედიასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ოლიგარქიული გავლენა გაზრდილია.
როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, სენატორების ეს განცხადება არის ივანიშვილის განაჩენი და მას რჩება ორი გზა, ან მიიღოს დასავლელი კოლეგების რჩევა და მშვიდობიანი არჩევნების გზით წავიდეს ხელისუფლებიდან, ან ის მისი დასასრული იქნება ძალიან მძიმე.
რაც შეეხება აშშ-დან ივანიშვილისადმი მიღებულ გზავნილს და მის შინაარს, ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
კომპრომისის აუცილელობაზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კელი დეგნანმა. საქართველოში აშშ-ის ელჩი ამბობს, რომ "პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს არ არის ჯანსაღი".
"ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით საქართველოს პარლამენტში.
მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად, მათ და მათმა მომხრეებმა უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად. ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი” – ამბობს კელი დეგნანი.
ქართული ოცნება, რომელიც კვლავაც კატეგორიულად არ ეთანხმება ხელისუფლების მხირდან არჩევნების გაყალბებას, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს, დღეს უკვე საგანრეოს აქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ სასურველია შეიქმნას ასეთი კომისი, ხოლო თუ ოპოზიცია გამოძიების შედეგად თუნდაც 1-პროცენტიან გაყალბებას აღმოაჩენს, მმართველი გუნდი თანახმა იქნება, დაიანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ივანიშვილის მხრიდან უკანდახევის მიზეზი - სანქციების შიში თუ ქვეყანაში მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი პროტესტი, რომელიც გაერთიანებულმა ოპზოიციამ უკვე დააანონსა, ფაქტია, შეერთებული შტატების ჩარევა ივანიშვილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომელიც მისი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური გნაჩენია, თუმცა მშვიდობიანი და გარანტირებული.
როგორც ჩანს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის წაგების შემდეგ ივანიშვილის იმედების გაცრუების სერია ამით არ დამთავრებულა და ახლა იძულებულია, დათანხმდეს დასავლელ პარტნიორებს, რათა უმკაცრეს სანქციებს თავი აარიდოს.რა იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი, კონკრეტულად უცნობია, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში ერთ-ერთ მიზეზად განიხილება ის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებშია და რაც, შესძლოა იმ ზომამდე გაღრმავდეს, რომ ხელისუფლებას პენსიების გაცემის პრობლემაც კი დაუდგეს. თუმცა მმართველი გუნდის ნაწილი ცდილობს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯად შეიფუთოს და ამით ოცნების ხელისუფლების დემოკრატიული იმიჯი, თუნდაც ფასადურად მაინც შენარჩუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები






