ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ დანიელსონის ქვეყანაში დაბრუნება და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ევროკავშირსა და მმართველ პარტიას შორის გარკვეულ დახურულ მოლაპარაკებებს უკავშირდებოდეს.
კითხვაზე, რამდენად რეალურია თეორია, რომ ევროპელ მეგობრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გარკვეული საუბრები და შესაბამისად კომპრომისული შეთანხმება იყოს მიღწეული დანიელსონის მორიგი ვიზიტის დაწყებამდე, მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იმედს იტოვებს ივანიშვილს ევროპამ გარკვეული გზავნილები უკვე მიაწოდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირს ნამდვილად არ სურს მათი მედიატორი, მეორედ, ქვეყნიდან ხელცარიელი წავიდეს. ვფიქრობ, ევროკავშირმა მოლაპრაკებების პირველ რაუნდზე კარგად დაინახა, რომ მმართველმა პარტიამ პროცესი ჩიხში შეიყვანა და ვიმედოვნებ ახლა შესაბამისი გზავნილები მიწოდებულია ივანიშვილისთვის. გზავნილები რომლებიც გულისხმობს შემდეგს - მოლაპრაკებების მეორე რაუნდმა მაინც გამოიღოს კონკრეტული შედეგი, რომელსაც როგორც ჩვენი პარტნიორები, ასევე საზოგადოებაც ელოდება."
მასალის გამოყენების პირობები






