პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, “იმ შემთხვევაში თუ გიორგი გახარია 20 დეპუტატს მაინც გადაიბირებს, ეს საპარლამენმტო კრიზისს გამოიწვევს, რასაც პირდაპირ მოყვება ვადამდელი არჩევნები“.
მისივე განცხადებით, გახარიას თავისი ახალი პარტიით შემოსვლა, კრიზისის გამომწვევი სიმძიმის ცენტრის გადატანის მცდელობაა.
“დაახლოებით ოცი დეპუტატის “გადაბირება” და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის “გამოწვევა, რასაც პირდაპირ მოჰყვება ვადამდელი არჩევნები. ანუ გახარიას თავისი ახალი პარტიით შემოსვლა, კრიზისის გამომწვევი სიმძიმის ცენტრის გადატანის მცდელობაა, მითუმეტეს, რომ “ოცნება” მელიას ფიგურის ნიველირებას ცდილობს. მიზანი – გამარჯვებული რჩება გახარია და არა მთელი ამხელა ოპოზიცია, რომელიც ვერაფერს აკეთებს. თუ ეს სქემა მართლაც ამუშავდა, ეს მხოლოდ ივანიშვილის სქემა იქნება“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






