"პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს თავისუფალ ერებს, თავისუფალ ბაზრებს, ქვეყნებს როგორიც საქართველოა, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და მიმართულება" - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ელჩის განცხადებით, ვაშინგტონს სურს იხილოს, რომ საქართველოს ერთგულება ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ კვლავ ძლიერია.
"საქართველო კარგად უნდა პოზიციონირებდეს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობები და გახდეს კომუნიკაციების, სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ეს ის შანსია, რაც საქართველომ არ უნდა დაკარგოს. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც მოვუწოდებთ მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მათ შეძლონ ამ დიდ ცვლილებებზე კონცენტრირება, რაც შეინიშნება ამ ქვეყნის ირგვლივ. შემაშფოთებელია, რომ რუსეთის ძალები განლაგებულია კავკასიის სამივე ქვეყანაში", – განაცხადა კელი დეგნანმა.
მასალის გამოყენების პირობები






