„ოპოზიციონრების ციხეში ყოფნა ყოველდღ რუსეთის გამარჯვებაა“ - სენატორი შაჰინი
„ნიკა მელიას დაკავება იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის..“ - სახდეპარტამენტის წარმომადგენელი კენტი
მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკურ ცხოვრებასა და მედიაზე ოლიგარქიული გავლენა გაზრდილია - სენატორი რიში საქართველოზე
ეს მცირე ამონარიდია შეერთებულ შტატების სენატში გაკეთებული განცხადებებიდან, სადაც ივანიშვილის ხელისუფლების საქმიანობას უმძიმესი შეფასება მისცეს.
საქართველოში ოპოზიციის ლდიერები აცხადებენ, რომ ივანიშვილს სხვა არჩევანი არ აქვს, მან უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, გაათასვისუფლოს პოლიტპატიმრები და ქვეყანა დააბრუნოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.
ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ სენატორების განცხადება ივანიშვილის განაჩენია.
„გავიხსენოთ სიტყვები „ლეგიტიმაციის ზღვარზე“, „დემოკრატიის უკუსვლა“ და ა.შ. ძალიან მძიმე შეფასებები გაკეთდა და ამიტომაც ვუწოდებ მე განაჩენს. იქვე ითქვა, რომ თუ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარების რელსებს, თუ არ იქნება ვადამდელი არჩევნები, თუ პარლამენტს არ ექნებნა ლეგიტიმაცია და თუ პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და თუ ნიკა მელია არ დატოვებს ციხეს, რომელიც ივანიშვილის პირადი ტუსაღია, ბუნებირვია, რეაქცია იქნება შესაბამისი და არ გამორიცხავენ არც სანქციებს და უფრო მძიმე გადაწყვეტილებებიც შეიძება მიიღონ. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაზარალდეს ხალხი, სახელმწიფო და კარგია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამაზე სერიოზულად ფიქრობენ და ამიტომაც არ ჩქარობენ გადაწყვტიების მიღებას, მაგრამ ამაზე არ ღელავს ბიძინა ივანიშვილი“ - განაცხადა გაერთიანებული პოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.
ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ, თუ ივანიშვილი არ აირჩევს დემოკრატიული ცვლილებების გზით ხელისუფლებიდან წასვლას, მის „სასაცილო პოლიტიკას“ და მას როგორც ადამიანს უმძიმესი დასარული ელოდება.
„თუ ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, სწორს, ბუნებრივია როგორსაც მას ჩვენი დასავლელი მეგობრები ურჩევენ და როგორსაც ითხოვს ხალხი, შესაძლოა მან მეტნაკლებად მშვიდობიანად დაასრულოს თავისის სასაცილო პოლიტიკური მოღვაწეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძალიან მძიმედ დაასრულებს და ეს არ იქნება მხოლოდ ამ ხელისუფლების დასასრული, არამედ ძალიან მძიმე დასასრული ივანიშვილისთვის, როგორც ადამიანისთვის“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ
მასალის გამოყენების პირობები






