პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ მასშტაბურ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ "ამ გვარების მიერ დაორგანიზებულ აქციებს პერსპექტივა არ აქვს". მისი თქმით, რაც არ უნდა ირბინოს ოპოზიციამ რუსთაველზე, მას ხალხის ნდობა მის მიმართ მაინც დაბალია:
"ამ გვარების მიერ დაორგანიზებულ აქციებს რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ? როგორ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს ვინმე გაჰყვეს ქუჩაში? 50 მილიონს რომ კაცი მოიპარავს, მას როგორ შეიძლება ვინმე გაჰყვეს? რა უნდა გააპროტესტოს ბიუჯეტის ქურდთან ერთად, რუსთაველზე რა უნდა გააპროტესტოს ბურჯანაძეს რომ ვინმე გაჰყვება, რომელიც პუტინთან ერთად აღლუმს იბარებდა? მათი ეს სურვილი, რომ აქცია ჩაატარონ, კონსტიტუციით იქნება დაცული და უზრუნველყოფილი. თუმცა, არანაირი რესურსი ამ ხალხს არ გააჩნია, რომ მათ ჰქონდეთ ლეგიტიმური პროტესტი და ვინმე შეუერდეს მათ. რაც არ უნდა მათ რუსთაველზე ირბინონ, ივარჯიშონ თუ უნდათ, ზოგ-ზოგიერთს მოუხდება, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ ხალხის ნდობა მათ მიმართ არის ძალიან დაბალი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






