ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი სენატორთა მკაფიო გზავნილებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მოწოდებაა, ოპოზიცია პარლამენტში შევიდე. სუბარის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს სურვილი აქვს პარლამენტში შევიდეს და სააკაშვილის ბულინგს დაუსხლტეს:
"სენატორებმა თქვეს, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან ეუთო/ოდირის დასკვნას და ეუთო/ოდირის დასკვნა იყო, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, მიუხედავად არსებული დარღვევებისა, ამას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე. ეუთო/ოდირის წინადადებაც და სენატორების მთავარი გზავნილიც არის, რომ შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ. ქაჯანას ვერ გამოვუგზავნით, „შედით, შედით" ვერ ვაყვირებთ, შემოვიდნენ და იმუშაონ. აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და როგორმე დაუსხლტენენ ამ სააკაშვილის ბულინგს, რა გახდა ასეთი?!"- განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






