ვენეციის კომისიამ უბრალოდ მოგვწერა და გაგვაგებინა, რომ პარლამენტის რეგლამენტი უნდა დავიცვათ - ანზორ ბიწაძე
პოლიტიკა - 14:10, 24 Mar, 2021     1402

"ერთიანი საქართველოს" ლიდერის ანზორ ბიწაძის შეფასებით, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვან პარლამენტის რეგლამენტი. მისი თქმით, ძალიან უხერხულია, როდესაც ამის გაკეთებას ვენეციის კომისიის დასკვნა სჭირდება:

„ნათელი იყო, როგორი იქნებოდა ვენეციის კომისიის დასკვნა. ცოტა უხერხულიც კია, როდესაც გვჭირდება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ მაშინ, როდესაც პარლამენტის რეგლამენტშია ძალიან ნათლად გაწერილი ეს პროცედურა. ვენეციის კომისიამ უბრალოდ მოგვწერა და გაგვაგებინა, რომ პარლამენტის რეგლამენტი უნდა დავიცვათ და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა არ შეიძლება. იმედი მაქვს „ქართული ოცნება“ ამ დასკვნას გაითვალისწინებს. თუ არ ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტს, გაითვალისწინებს იმას მაინც, რომ ვენეციის კომისია მოუწოდებს მას, პარლამენტის რეგლამენტი გაითვალისწინოს. პარტიებისთვის რეგისტრაციის გაუქმება და ასეთი სიტყვებით საუბარი შუა აზიიდანაც აღარ ისმის ძალიან დიდი ხანია და ვფიქრობ, ძალიან გაუკვირდებოდათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც გაიგებდნენ, რომ რომელიმე პარტიის რეგისტრაციის მოხსნის მექანიზმებზე მსჯელობს მმართველი პარტია.

რაც შეეხება დაფინანსების შეზღუდვას, დაფინანსების შეზღუდვა რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ძალიან ნათლადაა გაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში. თუ ამ დასკვნას არ გაითვალისწინებს „ქართული ოცნება”, ეს იქნება კიდევ ერთი ღიად და დეკლარირებულად გადადგმული ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ”,- განაცხადა ბიწაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42