მოძრაობა "შეცვალემ" ფახულანი-საბერიოს საოკუპაციო ხაზთან აქცია გამართა და ხელისუფლებას მიმართა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული პირებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი გააუქმოს.
აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება დისკრიმინაციულად იქცევა, რის გამოც გალში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემები ექმნება. მათი განმარტებით, გალის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია, ვერ ახერხებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლასა და საკვების ყიდვას. "შეცვალეს" აქტივისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, ალტერნატივად სწრაფი ტესტებით შემოწმება გამოიყენოს და კარანტინში არ გაუშვას ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეები.
გალში მცხოვრებ მოსახლეობას მედიკამენტებიც არ აქვს. აქციის მონაწილეები მიმართავენ გაეროსა და ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანოს და გზა გახსნას.
მასალის გამოყენების პირობები






