კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია. მისი შეფასებით, სენატორთა მკაცრი ტონი მხოლოდ ოპოზიციისთვის იყო განკუთვნილი:
"მერიკულმა მხარემ, ქართულ ოპოზიციას და ჩვენს საზოგადოებას ცალსახად უთხრა, რომ "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე არის მკაფიოდ პროდასავლურ კურსზე და ამ კურსისთვის არასდროს გადაუხვევია. აშშ-ის პოლიტიკურმა სპექტრმა თქვა, რომ ის ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას. რომელმაც თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალ გარემოში ჩატარებული და შესაბამისად, აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს. ასევე ამერიკულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ოპოზიციას უთხრა, ის რაც არის ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი, მათ უთხრა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია ამას სწორედ ასე გააკეთებს", - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






