ვინ იქნებიან წულუკიანის მოადგილეები
პოლიტიკა - 12:20, 24 Mar, 2021     1597

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა. მისი მოადგილეები კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.

"მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე იქნება. ის ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, მას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება ჩვენს შორის საჯარო სამსახურში მუშაობის მხრივ. ასევე, აქვს პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება, ვინც აქ ვართ. კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი, ის დიპლომატიურ სამსახურშია და ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელის თანამდებობას. ის ასევე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იყო. კახა სიხარულიძე ასევე გახლდათ ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც მრავლად არის ამ სამინისტროში და მთლიანად სფეროს, ჩვენს სამინისტროს, ორგანიზაციებს, ასევე თითოეულ შემოქმედს დაეხმარება, რომ ქართული კულტურა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება სოსო გიორგაძე. მას ალბათ ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ვინაიდან ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, ჩემი გუნდის წევრი იყო, მათ შორის 2012 წლის ზაფხულში. ის სხვადასხვა დროს იკავებდა იუტისციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას, იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, გახლდათ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. 1-ელი აპრილიდან ის ჩვენთან ერთად ამ სამინისტროში შეუდგება მინისტრის მოვალეობის შესრულებას. უმნიშვნელოვანესია, რომ ის, როგორც ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა, უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში, პრაქტიკოსი იურისტი. ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში ძალიან პრაქტიკული, მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს" - განაცხადა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42