ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ის არაეფექტურად და საეჭვო გარემოებაში მიმდინარეობს. მათი განცხადებითარ არის საკმაირისი ის მოქმედებები, რომლებიც აქამდე ჩატარდა, ამასთან, საქმეში არ არსებობს სამედიცინო ისტორია და არც სამეთვალყურეო კამერებს ჩანაწერები დევს არც ახალციხის კლინიკიდან და არც თბილისიდან.
"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მინდა გავაჟღერო. ჩვენ 4 პირი გვყავს, ვინც იცის და იცოდა მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და იცის, თუ რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდგომ და ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ. მინდა აგრეთვე გაგიმხილოთ, რომ ეს პირები არ არიან ოჯახის წევრები და აბსოლუტურად ობიექტური პირები არიან. უახლოეს შემჭიდროებულ ვადებში პროკურატურას შუამდგომლობით მივმართავთ, ყველა ამ პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით, რომ ეს პირები გამოკითხული იყვნენ" - განცხადა ნინო ამაღლობელმა.
"სამედიცინო ისტორიის ის ნაწილი, რაც ჩვენ გვაქვს, ძალიან ზოგადია და თითოეული ვერსიის განვითარების საშუალებას იძლევა. გარდაცვალების პირველი ვერსია ეს არის, ანაფილაქსიით გამოწვეული შოკი, მეორე ვერსია, რომელიც პროფესიონალების მხრიდანაც გავრცელდა ესაა ფილტვის თრომბოემბოლია, მესამე ვერსით კი, მეგის ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაჩრდილვა", - განცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






