განხორციელდეს გამაგრებისა და სადრენაჟო სამუშაოები - ასეთია გერმანელი ინჟინერ-გეოლოგების შეთავაზება ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მდგომარეობს შემდგში - ადგილზე უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც საშუალებას მოგვცემს იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ცვლილება არ გამოგვრჩეს.
ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები, სადრენაჟო სამუშაოები. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები.
ვითარებას ვაკონტროლებთ ყოველდრიურად. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს" - აღნიშნა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






