თუ საქართველოსთანბ დაკავშირებით რეზოლუცია მიიღება, ეს დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რომ შეთანხმება დაჩქარდეს - წერეთელი
პოლიტიკა - 11:38, 24 Mar, 2021     1218

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, ამერიკელ სენატორთა მოსაზრებები საკმაოდ მკაფიო და ნეგატიური იყო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელ სენატორთა გზავნილების შესაბამისად უნდა იმოქმედოს:

„ვფიქრობ, სენატში გამოთქმული მოსაზრებები ძალიან მკაფიო იყო. რა თქმა უნდა, ზოგადად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოზე არის საუბარი და ამ ქვეყნის გულშემატკივრობა ხდება. მაგრამ, სამწუხაროა, რომ ბევრი ნეგატიური გზავნილი იყო, პირველ რიგში, ხელისუფლების მისამართით, რადგან არაერთხელ აღინიშნა, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. მათ შორის შეთანხმებაზეც, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. ასევე არჩევნების შეფასებისას ძალიან მკაფოდ ითქვა მთელი იმ ნეგატივის შესახებ, რაც არჩევნებს უკავშირდებოდა. საუბარი იყო ასევე სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. რაც საქართველოში ხდება, დემოკრატიული უკუსვლაა. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებში და ამ არეულობით და პოლიტიკური კრიზისით მხოლოდ რუსეთი იგებს.

შესაბამისად, ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს და შესაბამისად იმოქმედოს.

ასეთი მოსმენების შედეგი, არა მხოლოდ გზავნილებია, არამედ სენატის საგარეო ურთიერთიობათა კომიტეტი კიდევ უფრო წინ წავიდა. არის ინიციატივა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია იყოს. თუ ეს რეზოლუცია სწრაფად მიიღება, ეს დამატებითი ინსტრუმენტი იქნება, რომ შეთანხმება დაჩქარდეს“, - განაცხადა წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42