ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარზე ანგარიში - „ქვეყანა ზღვარზე: საქართველოს დახმარების საქმე" წარადგინა. მან საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაყონებლივ უნდა გაათავისუფლოს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია, რათა მხარეებმა მიაღწიონ კომპრომისს:
„არსებობს გადაუდებელი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ ოპოზიცია და "ქართული ოცნება“ დასხდნენ და მიაღწიონ კომპრომისს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია. ლოგიკურია, რომ სხვადასხვა პარტიის ლიდერები ვერ დასხდებიან მოლაპარაკებებისთვის თუ ერთ-ერთი მათგანი ციხეშია.
კრიზისის ეს ნაწილი სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. შემდეგ კი ქართულმა პარტიებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს. ამის შემდეგ ვფიქრობ, ქართული ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს, შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" უნდა იპოვის გზა, რათა ოპოზიციას მისცეს გავლენა პარლამენტში, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ იყოს წარმოდგენილი როგორც ლეღვის ფოთოლი. ეს არის გზა, რომელიც თუ არ გადაიჭრება უკან დახევს საქართველოს", - განაცხადა კრამერმა.
მასალის გამოყენების პირობები






