"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს საკითხებზე მოსმენას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან უმნიშვნელოვანესი განცხადებები გაკეთდა.
"ყველა სენატორი და სახელმწიფო დეპარტამეტის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობდა, რომ მელიას დაკავება, ესაა რუსეთისთვის კარგი სცენარი.
ვინც თავისუფალ სამყაროს არ უსმენს, მათთვის ეს ცუდად მთავრდება, სანქციებით.
უფრო კონკრეტულად რომ ავღნიშნოთ რა თქვეს აშშ-ს სენატში და რას გაუსვეს ხაზი - ოლიგარქიული მმართველობა; პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური დევნა; ნიკა მელიას დაკავება უკან გადადგმული ნაბიჯი და რუსეთის ინტერესი; რუსეთის ინტერესების გაძლიერება; ლეგიტიმაციის ზღვარი არ არის საკმარისი არჩვენებისთვის; სასამართლოს მართავს კლანი; ამომრჩეველზე ზეწოლის ზუსტი აღწერა; ოცნებას ეკისრება პასუხისმგებლობა; თუ დემოკრატია არ იქნება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არ არსებობს; თავისუფალ მედიაზე ზეწოლა; სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა; წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის; მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები.
შესაბამისად, ახლა რაც არ უნდა თქვას "ქართულმა ოცნებამ", რეალობა ესაა, სენატში ამ მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა ყურადღება" - აღნიშნა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






