ოცნების დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი გახარიას გუნდში სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერთან კონსულტაციები არ ჰქონია და მასთან ძველი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს:
"ვრცლად ამ საკითხებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რაც ბატონმა გახარიამ ბრძანა, რომ ჩვენ ყველა ვიქნებით მოწმეები, იმ საკითხებზე საუბრის, რომელსაც თვითონ ბატონი გიორგი ჩათვლის საჭიროდ მოგვიანებით და როგორც თვითონ ბრძანა, ექნება ამასთან დაკავშირებით ვრცელი საუბარი. დეტალებზე რომ მქონდეს ინფორმაცია მაინც არ ვისაუბრებდი, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიამ მოკლედ თვითონ ისაუბრა და ალბათ, მომავალში როცა საჭიროდ ჩათვლის ვრცლად ისაუბრებს ამ საკითხებზე. მე შემიძლია, გითხრათ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე მასთან კონსულტაციები არ გამივლია, შესაბამისად, ამ საკითხზე მეტს ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






