მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით 28 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 01:00 საათაამდე იმუშავებს, ხოლო იმ პირებს, ვისაც მატჩზე დასასწრები ბილეთები ექნება, ე.წ. კომენდანტის საათის დროს არ დაჯარიმდებიან, შესაბამისად, მათ გადაადგილების უფლება 01:00 საათამდე ექნებათ:
„28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბუთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის — მეტროს და ავტობუსის მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






