Bidzina Ivanishvili & Media-დან Gakharia & Media-მდე - ვინ მართავს სოციალური ქსელის გვერდს და რა თანამდებობებს იკავებდა ის მთავრობაში?
პოლიტიკა - 14:15, 23 Mar, 2021     1560
სოციალურ ქსელში ივანიშვილის გვერდის სახელის ცვლილებასა და გახარიას გვერდად გადაკეთებას "სამართლიანი არჩევნები" ეხმაურება და მონაცემებს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის აღნიშნული გვერდის ადმინი და რა ფუნქცია აქვს ფეისბუკზე მის აქტივობებს:
"22 მარტს, “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდაჭერით ცნობილმა გვერდმა “Bidzina ivanishvili & media, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოზიტიური პოსტი გამოაქვეყნა. სოციალურ მედიაში გამოხმაურებების შემდეგ გვერდმა 23 მარტს სახელწოდება შეიცვალა და ამჟამად “Gakharia & Media” ჰქვია. აღნიშული ფეისბუქ გვერდი 2011 წლის 9 ოქტომბრიდან მოყოლებული ემსახურებოდა პარტია “ქართული ოცნების”, მისი წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის პოპულარიზაციას. გვერდზე ქვეყნდებოდა არა მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერი ან მისი აქტივობის ამსახველი პოსტები, არამედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ სიახლეეებიც და ფაქტობრივად ანონიმურად ითავსებდა ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციასაც. ამჟამად, გვერდს 97 770 გამომწერი ჰყავს (23 მარტის მონაცემი). ფეისბუქ-გვერდი Bidzina Ivanishvili & Media 2011 წელს გაბრიელ წულაიას მიერ არის შექმნილი. CrowdTangle-ის მონაცემებით, Შექმნის დღიდან გვერდმა სულ 5,631 პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ჯამში 2,041,736 ინტერაქცია (კომენტარი, რეაქცია, გაზიარება) ჰქონდა.

გაბრიელ წულაია საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2013 წლიდან 2015 წლამდე წულაიას საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2015 წელს იგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინტერნეტკომუნიკაციის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2017 წლის დეკემბერში, გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთ თვეში, წულაიამ შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. 2019 წლის სექტემბერში, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, გაბრიელ წულაია მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომიდან მალევე კი, თანამდებობა წულაიამაც დატოვა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, გაბრიელ წულაიამ 2020 წლის 17 ოქტომბერს “ქართული ოცნების" სასარგებლოდ 6 000 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა გაიღო. Სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პ/გ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით გაბრიელ წულაიამ შექმნა აპლიკაცია “რა გაკეთდა სამეგრელოში” რომელიც გათვლილია საზოგადოებისთვის ინფორმირებისთვის მთავრობის მიერ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით. Აღნიშნული აპლიკაცია სავარაუდოდ, ეხმიანება ფეისბქ გვერდს “ეს კეთდება სამეგრელოში”, რომელზეც დასპონსრებული პოსტების გადამხდელად “ქართული ოცნება” არის მითითებული.

საგულისხმოა, რომ გვერდი “Bidzina ivanishvili & media 2019 წლის დეკემბერში დროებით, სავარაუდოდ ადმინისტრატორების დივერსიფიცირების მიზნით ფეისბუქზე მიუწვდომელი გახდა, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ფეისბუქმა საქართველოში პარტია “ქართულ ოცნებასთან” კავშირში მყოფი ანგარიშების ქსელი პლატფორმიდან წაშალა. ამჟამად გვერდს ერთი ადმინისტრატორი მართავს, თუმცა 2019 წლის დეკემბრამდე გვერდს 19 ადმინისტრატორი ჰყავდა. გვერდის ადმინისტრატორის ვინაობასთან დაკავშირებით ფეისბუქზე ორი საჯარო კომენტარი იძებნება. ორივე კომენტარი დაწერილია გვერდის მიერ, საკუთარ პოსტზე მომხმარებლებთან ინტერაქციის რეჟიმში, 2011 წლის 10 და 12 ოქტომბერს, გვერდის შექმნის მომდევნო დღეებში.


გვერდის ამჟამინდელ აღწერილობაში მითითებულია, რომ ის წარმოადგენს მულტიმედიურ რესურსს, რომელიც აერთიანებს სიახლეებს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, ასევე, ბიზნესის, ეკონომიკისა და პოლიტიკის შემუშავების შესახებ. მითითებულია კომპანიის სახელწოდება „Holon“ და ვებსაიტი მისამართით: www.holon.ge. საიტი ამჟამად არ არის აქტიური. თუმცა, ფეისბუქზე ანალოგური სახელით და გვერდის აღწერილობით იძებნება გვერდი “Holon - Business & Technology”.


Საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შპს “ჰოლონის” 100%-იანი წილის მფლობელია ირაკლი წულაია, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ბიზნეს ქრონიკის“ ავტორი და წამყვანი. ფეისბუქ გვერდ Holon - Business & Technology - ზე გამოქვეყნებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამები დეკლარირებულია და გადამხდელის ვინაობის შესახებ გრაფაში ირაკლი წულაია არის მითითებული.

ირაკლი წულაიას გაბრიელ წულაიასთან, ნათესაურთან ერთად, ბიზნესკავშირიც ჰქონდა. 2013-2017 წლებში გაბრიელ წულაია კომპანია “ბლექ ენდ ვაით სოლუშენს”-ში დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი წულაია კი აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. 2013 წელს კომპანიამ საქართველოს მთავარ პროკურატურას გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე ინტერნეტმომსახურება გაუწია. Ხელშეკრულება პროკურატურისთვის ვებ-გვერდის შექმნასა და საიტისა და სოციალური ქსელების მართვის ერთი თვის მომსახურებას ითვალისწინებდა.

აღნიშნული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების სამთავრობო უწყებები მკვეთრად არ არიან გამიჯნული მმართველი პოლიტიკური პარტიის, “ქართული ოცნების”, საინფორმაციო კამპანიებისგან და საჯარო რესურსები, რომლებიც გარე თუ შიდა დეზინფორმაციული გამოწვევების საპასუხოდ უნდა იყოს მიმართული, შესაძლოა, არამიზნობრივად გამოიყენებოდეს" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42