მე არ გამიგია, რომ ვინმეს "ოცნებიდან" წასვლა უნდა... თუ რომელიმეს გახარიასთან ყოფნა აქვს გადაწყვეტილი, გზა ხსნილია - ვოლსკი
პოლიტიკა - 17:04, 22 Mar, 2021     1240

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის გადადგმულ ნაბიჯს არ ეთანხმება. მისი თქმით, ჯერ არ გაუგია ვინმესგან, რომ ქართული ოცნებიდან გადასვკლა და გახარიასთან ერთ გუნდში ყოფნა სურს:

"მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია თუ ვინმე ასე გადაწყვეტს ან თვითონ თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს. გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია ჯერ არაფერი და კვლავ არ მინდა მის ადვოკატად მოგევლინოთ. თქვა, რომ ვიტყვიო, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები მიყვებოდნენ ინტენსიურად, სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და არ მოიხურა კარები, იქამდე შეკითხვებს სვამდნენ და ალბათ, უკეთესად თვითონ განმარტავს, იმის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ბევრ რამეზე ისაუბრებენ ახლა, ზოგი სატელიტობას იტყვის, ზოგი იტყვის, რომ პარტიას ქმნის და „ქართული ოცნება“ იმასთან გადადის, გვარებსაც დაასახელებენ.

არ შევხვედრივარ. არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, არ მიმაჩნია, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბოლოს მოხდა, იყო მართებული და სიღრმისეულად გაანალიზებული, მიუხედავად ამისა, ვადასტურებ, რომ არაერთხელ ერთნაირი პოზიციით გამოვსულვართ, ის იყო პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი.

მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, აქ გაცილებით მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინა და გაცილებით უფრო სიღრმისეული ანალიზი და შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა, რაც მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოსაც ავნებდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ის ამბობდა და გარკვეულწილად გუნდიდან გამყოფის ან დაცილების სერიოზული წინაპირობა შექმნა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან არსად მიდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42