ასეთი გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიიღება, როგორც ჩანს, არც ნიკა მელიას საკითხი იყო გარდამტეხი - კახიშვილი გახარიაზე
პოლიტიკა - 15:57, 22 Mar, 2021     1307

ოცნების დეპუტატი კახა კახიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მისგან მოისმინა, ერთ დღეში ვერ მიიღება. კახიშვილი არ იმასც გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას საკითხი არ იყო გარდამტეხი:

"ის, რაც გიორგი გახარიამ განაცხადა მოსალოდნელი იყო. გიორგი გახარია ის ადამიანია, რომელმაც მმართველობის პერიოდში გარკვეული მხარდამჭერები - უშუალოდ მისი მხარდამჭერები მოიზიდა. შესაბამისად, ჩათვალა, რომ დივიდენდები, რაც მას გააჩნია, არ უნდა დაეკარგა. პოლიტიკაში მაინც და მაინც ასე არ ხდება, როცა ყველას წარმატებული მხარდაჭერა აქვს. გიორგი გახარიამ საკუთარი ქარიზმით, კარგი კითხვა-პასუხებით მიაღწია იმას, რომ მხარდამჭერთა მობილიზაცია მოახდინა. ალბათ მან დღეს უკვე ჩათვალა, რომ პოლიტიკაში უნდა დარჩეს. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები ერთ დღეში არ მიიღება. როგორც ჩანს, არც ნიკა მელიას საკითხი იყო გარდამტეხი. შეიძლება ნიკა მელიას საკითხი იყო ერთ-ერთი გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა მხოლოდ ეს “ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი ვერ იქნებოდა. ალბათ ასეთი გეგმა არსებობდა და ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია ერთ-ერთი საკვანძო წერტილი იყო, როცა გახარიამ “ქართული ოცნებისა“ და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ვიღაც გაყვება, ვიღაც არ გაყვება, შეიძლება გახარიას ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტში მისი რეკომენდაციით არ შესულან“, - დასძინა კახა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან არსად მიდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42