20 ივნისს მოლოტოვის კოქტეილები სპეცრაზმს ჰქონდა - სკანდალური ინტერვიუ სუს-ის თანამშრომელთან, რომელიც პატიმრობაშია
პოლიტიკა - 21:29, 21 Mar, 2021     3904

ინტერვიუ სუს-ის თანამშრომელთან, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი - ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება იყო. მას არ ეუბნებოდნენ, ვისი სახლის კარის გასახსნელად უშვებდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანის ამოცნობა მან თვითონ შეძლო - მაგალითად, ინტერვიუში მან აღგვიწერა ანა დოლიძის სახლი: ფოტოებით მიხვდა, ვის სახლშიც იმყოფებოდა. ანა დოლიძე ადასტურებს, რომ აქ ნამდვილად მის ბინაზეა ლაპარაკი.

კამერების დაყენება უკანონოდ ხდება და მთავარი მიზანი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება და შემდეგ ადამიანების შანტაჟია.

გულაშვილი ყვება იმასაც, თუ როგორ აკვირდებოდნენ 20 ივნისის აქციის მიმდინარეობას მის მიერ დამონტაჟებული კამერებით გახარია, მისი მოადგილე საბანაძე და გომელაური; და როგორ გაანადგურეს შემდეგ ეს მასალა - სავარაუდოდ იმიტომ, რომ კადრებში კარგად გამოჩნდებოდა, პოლიციელთა გადაცდომები აქციის დაშლის პროცესში.

გულაშვილი ასევე ამბობს, რომ სწორედ მან დაამაგრა სათვალთვალო მოწყობილობა გიორგი რურუას მანქანაზეც:

"ღამე იყო ბრძანება აქციაზე, რომ GPS უნდა ამოგვეკრა "პრადოსთვის", ამოვაკარით GSP და მეორე დღეს ახალ ამბებში ვნახეთ ვისი "პრადოც" იყო. რურუა იყო.. სიმართლე რომ გითხრათ, სახეზე მე რურუას არ ვიცნობდი.. სურათიც კი არ ვიცოდი მაგ ადამიანის და გამახსენდა, რომ ზაფხულში ჩვენ მაგ ადამიანს ვუთვალთვალებდით კამერებით, პარლამენტთან, რას აკეთებდა და სად დადიოდა. ჩანაწერებიც მაქვს.. რასაც ვიძახი, ყველაფრის დამტკიცება შემიძლია" - ამბობს გულაშვილი "მთავარ არხთან" ჩაწერილ ინტერვიუში.

გულაშვილი ასევე აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს სპეცრაზმს მოლოტოვის კოქტეილი თავად ჰქონდა. მისი განმარტებით, პირდაპირი დავალება ჰქონდა, აქციაზე მყოფი ადამიანების კონტროლი გაეწია და ფოტო ვიდეო მასალა შეეგროვებინა მათზე. აქციის შემდეგ მას ამოაღებინეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამის შესახებ ბრძანება გახარიამ და საბანაძემ გასცა.

ინტერვიუში საუბარია სუს-ის სხვა საიდუმლო ოპერაციებზეც - როდესაც ივანე გულაშვილი მიხვდა, რომ ამ უკანონო საქმიანობის გაგრძელება აღარ უნდოდა და აღარ შეეძლო, გადაწყვიტა ჩვენთან მოსვლა და გვაჩვენა ის ფარული მასალაც, რომელიც თქვენ გუშინ TV პირველის ეთერში ნახეთ. ეს მოხდა 2019 წლის 24 ნოემბერს. მან გვაჩვენა მასალა, მოგვცა ინტერვიუ, მაგრამ ჰქონდა გარკვეული პირობები, რომლებიც ჩვენ უნდა დაგვეკმაყოფილებინა, ვინაიდან ეშინოდა, რომ თუ სუს-ი გაიგებდა მისი ჩვენთან მოსვლის შესახებ, მას მოკლავდნენ.

თუმცა მას შემდეგ ივანე გულაშვილი აღარ გამოჩენილა და მას ვეღარც ჩვენც მივაკვლიეთ. მისი თანხმობის გარეშე ჩვენ მას საფრთხეს ვერ შევუქმნიდით, ამიტომ ჩაწერილი ინტერვიუ გადავდეთ არქივში.

ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენთან სტუმრობის შემდეგ ის მალევე დაუკავებიათ - ბუნებრივია, საქმე გასაიდუმლოებულია და ადვოკატიც კი არ ამბობს, რა ბრალდებით ზის გულაშვილი ციხეში. თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ ის სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით იმყოფება პატიმრობაში, მას 9 წელი მიუსაჯეს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით სასჯელი ორ წლამდე შეუმცირეს.

მას შემდეგ, რაც TV პირველმა გაასაჯაროვა ფარული მასალაც და გამჟღავნდა ივანე გულაშვილის ვინაობა - მისი სახელიც და გარეგნობაც - ასევე ითქვა ისიც, რომ ის, მაღალი ალბათობით, სწორედ სუს-იდან მასალის გამოტანისთვის იხდის სასჯელს, "მთავარმა არხმა" გადაწყვიტა, გაჩვენოთ წელიწადნახევრის წინ ჩაწერილი და ამდენ ხანს საიდუმლოდ შენახული ინტერვიუ, რომელიც ფარდას ხდის სუს-ის დანაშაულებრივ საქმიანობას.

წყარო: მთავარი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42