დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები 4 ათასი ლარით დაფინანსდებიან. როგორც სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა განაცხადა, 200 მიგრანტს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით დაეხმარებიან. პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 4 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება:
"სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება“, - განაცხადა სიმონიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






