რეგიონებში ჩასვლა, შეხვედრა თითოეულ მოქალაქესთან, საპროტესტო კამპანიის წარმოება - ოპოზიციამ მასშტაბური აქციისთვის მზადება უკვე დაიწყო და სამოქმედო გეგმების დასახა.
აქცია 15 მაისს ჩაინიშნა და ის არა მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის მიზნით, არამედ ქვეყნის განვითარებისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის ნიშანი იქნება:
"მთელი ოპოზიცია, კოორდინირებულად და ერთიანად გავდივართ ქუჩაში, ჩვენი ამოცანაა, რომ ხმა მივაწვდინოთ, თითოეულ ქალაქს, სოფელს, რაიონს, ქუჩას და ყველამ ერთად, 15 მაისს კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რომელიცაა დასავლეთი, განვითარება, თავისუფლება და არა რუსეთი სიღატაკე და მონობა", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ბაჩო დოლიძემ.
"15 მაისს იგულისხმება დამაგვირგვინებელი აქცია, როდესაც ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ახალი არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის საკითხი. უნდა "ვუპატაკოთ" უკვე ხალხს, მანამდე იქნება მოძრაობა მთელს საქართველოში", - აღნიშნა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილიმა.
მასალის გამოყენების პირობები






