დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ანსამბლთან, რომელსაც წევრები არ ჰყავს.
სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ხელშეკრულება გაფორმებულია მომღერალთა ანსამბლ "აისელების" ხელმძღვანელთან. პასუხისმგებელი პირები კი განმარტავენ, რომ ანსამბლი მომღერლების გარეშეა, რადგან თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ახალი წევრები ჯერ არ მიუღიათ.
"ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ „აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19 თვე)", - წერია აუდიტის დასკვნაში.
მასალის გამოყენების პირობები






