ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ოპოზიციის წარმოადგენლები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ გულგრილობა იზრდება, რაც ჩვენს ქვეყანას დიდი საფრთხის წინაშე აყენებს:
"ჩვენ ვხედავთ, რომ გულაცრუება საქართველოს მიმართ ძალიან გაიზარდა, მათ შორის, ჩვენ საუკეთესო მეგობრებში და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ამ გულაცრუებამ ქრონიკული ხასიათი მიიღოს და ყველამ ხელი ჩაიქნიოს საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, სადაც შეიძლება რამე კარგი მოხდეს", - განაცხადა ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"შარლ მიშელის ხაზის და გზის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ ნარიშკინის გზა აირჩია. ნარიშკინის და პუტინის დაცვა არის ის, რისი იმედიც აქვს დღეს ივანიშვილს. მაგრამ, საკუთარი მოსახლეობისგან მას ვერავინ ვერ დაიცავს",- აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ.
რასა იუკნევიჩიენემ, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ შეთანხმების ვერ მიღწევაში სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. მისი თქმით, საქართველომ ევროპის გამოწვდილი ხელი არ მიიღო. იუკნევიჩიენე ბიძინა ივანიშილის ჩრდილოვან მმართველობასაც შეეხო, როგორც ის ამბობს, ამ მოვლენებმა ეჭვი იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს, კიდევ უფრო გაუმყარა.
მასალის გამოყენების პირობები






