ქალი, რომელმაც გოგი წულაიას ძალადობისთვის უჩივლა, ქუთაისის მერიისგან ფინანსდებოდა - სკანდალური დოკუმენტი
პოლიტიკა - 15:20, 20 Mar, 2021     9611
ასმათ დვალიშვილი, რომელმაც პოლიტიკოს გოგი წულაიას სექსუალური ხასიათის ქმედების გამო უჩივლა, ქუთაისის მერიისგან ფინანსდებოდა - სინიუსი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს არა ერთი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საჯარო და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან ასმათ დვალიშვილის ორგანიზაცია - „პროგრესული თაობის“ დაფინანსების ფაქტები.

"მაგალითად:
2015 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის მერიამ გამოაცხადა 5000 ლარიანი ტენდერი მე-2 სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილის ორგანიზებაზე. წინადადების მიღების დასრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 5 იანვარი. ტენდერი პირველივე რაუნდზე - 5000 ლარის მოცულობით ა (ა) იპ „პროგრესული თაობამ“ მოიგო.
ა (ა) იპ „პროგრესული თაობა“, მისი თავმჯდომარის ასმათ დვალიშვილის სახით 2016 წლის 14 იანვარს ქუთაისის მერიასთან გამარტივებული ელექტრონული ტენდერტის ჩატარების შედეგად დებენ 5 000 ლარიან ხელშეკრულებას. ხელშეკრულების მიხედვით, ასმათ დვალიშვილმა მე-2 სამუსიკო სკოლის 60 წლის იუბილის ორგანიზება უნდა განახორციელოს.ხელშეკრულების 5.2 მუხლით ასმათ დვალიშვილის ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა ერთად სწავლება და გაერთიანებული კონცერტის ჩატარება. სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატრდეს კვირაში ორი, 45 წუთიანი გაკვეთილი - როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მეცადიონეობა. პროექტის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულს უნდა შეეძინა ხალხური საკრავებიც.
სახელშეკრულებო პირობები იმდენად მოცულობითი და დროში განგრძნობადია, რომ მის უზრუნველსაყოფად 5000 ლარი აშკარად არ არის საკმარისი თანხა. რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ტენდერის ყველა მოთხოვნა არ/ვერ შესრულდა და ეს პროექტი იმთავითვე „პროგრესული თაობის“ დირექტორისთვის საჩუქარს წარმოადგენდა.
„პროგრესული თაობა“ სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც თანამშრომლობს, როგორც ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის სპეციფიკაში გარკვეული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა ძირითადად თანხების სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებაზე - ანუ ფულის კეთებაზე არიან ორიენტირებული. როგორია ამ შემთხვევაში „პროგრესული თაობის“ ამოცანები და ქმედებები ეს ცალკე მოკვლევის საკითხია.
2019 წელს ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული თაობის“ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში, კონფერენციას მართავს, რომელშიც კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები და სხვა საჯარო პერსონები ესრწებიან.
ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის თანხის გამცემი უწყების მიერ ხარჯვის ეფექტურობის დასკვნა ვერ მოვიძიეთ, სავარაუდოდ, მისი არარსებობის გამო.
მიმდინარე ეტაპზე CNews-ი მუშაობს დაფინასების ორგანიზაციის სხვა ფიანსური წყაროების დოკუმენტაციაზე. დოკუმენტების შესწავლის შედეგები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
ნიშანდობლია, რომ გოგი წულაიას საქმეზე შესაძლო დაზარალებულის, ასმათ დვალიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გეგმავს. ამის შესახებ CNews-ს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორმა სულხან ქობულაძემ ექსკლუზიურად განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქალი, რომელიც პოლიტიკოსს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, 2014 წელს ქუთაისის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში „დაავერბოვკეს“.
„ქუთაისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს (ვინაობას ჯერჯერობით არ ვასახელებთ. რედ) ასმათ დვალიშვილთან წარსულში ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა ამ ქალბატონის ცხოვრების საიდუმლო მომენტები და ის, თუ რაზე არის წამსვლელი ეს პირი. ეს მამაკაცი თავად გახდა ასმათ დვალიშვილის ძალადობის მსხვერპლი, რისი დამადასტურებელი ნაიარევი მას დღესაც ეტყობა. არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ადამიანი უკვე მზადაა ამ ფაქტების შესახებ გამოძიებას ჩვენება მისცეს, რის შესახებაც მოკლე ხანში ის თავად ისაუბრებს“, - განაცხადა სულხან ქობულაძემ.
ქობულაძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, დვალიშვილი თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ანგარიშებიდან ფინანსდებოდა.
„მას ახლო ურთიერთობა ქონდა ერთ სამხედო პირთან რომელიც 2019 წელს დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. ამ ქალბატონის ირგვლივ უამრავი მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალია“, - აცხადებს ქობულაძე და დასძენს, რომ „ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი მზად არის ეს ჩვენებები მისცეს ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ“.
შეგახსენებთ, ქუთაისელ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ასმათ დვალიშვილი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. გოგი წულაიას 2 დღის წინ თბილისში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს, დღეს თბილისის სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას 138-ე მუხლით ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42