"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გამორიცხულია, რომ მოლაპარაკებებზე კომპრომისად გირაოს გადახდა და პატიმრობიდან ამ გზით გათავისუფლება განიხილებოდეს. ამ თემაზე მელიამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან პირველ სატელეფონი ინტერვიუში ისაუბრა.
"[კომპრომისი] არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს პატიმარზე, არცერთ შეთხვევაში არ უნდა იყოს ჩემთან მიმართებაში გაკეთებული, ეს ზუსტად ვიცი, მე გირაო იმიტომ კი არ გადავიხადე, რომ ამის "იშტაზე" ვიყავი, უსამართლობა იყო, დაუმორჩიელობლა გამოვაცხადე. ეს იყო ჩემი პოლიტიკური აქტი, რითიც უსამართლობის ჯაჭვი გავრიცხე. [გიროას გადახდა და მსგავსი კომპრომისი] გამორიცხულია.
ძალიან მხნედ ვარ. მოტივირებული ვარ, მარტივად ავუღე ალღო აქაურობას, ადაპტაცია არ მიჭირს. ვიცი რისთვისაც ვზივარ აქ და რისთვისაც ვარ გამოკეტილი. ამიტომ, მე გარეთ ვიქნები თუ შინგით "ქართული ოცნებისთვის" მე მგონია, პრობლემატური ვარ იმდენად დიდი სისულელე ჩაიდინეს. მაქსიმუმს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, ვფიქრობ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ოპოზიციური პარიების ლიდერებს, რომლებიც მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ. არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც დააზიანებს საზოგადოებას", - თქვა ნიკა მელიამ.
თუ რას ფიქობს ნიკა მელია მოლაპარაკების სხვა პუნქტებზე და მიმდინარე მოვლენებზე, ამის შესახებ მაყურებელი და მკითხველი "შაბათის მთავარში" სრული ინტერვიუს გასვლის შემდეგ გაიგებს.
წყარო: მთავარი არხი
მასალის გამოყენების პირობები






