ჩვენი მხრიდან წამოსული ყველა კომპრომისი ძალაშია და ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია, გადახედოს გადაწყვეტილებას - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა - 15:00, 20 Mar, 2021     1150
ქართული ოცნების პოლიტსაბწოს სხდომა დასრულდა. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საუბარი შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პანდემია, ვაქცინაცია, ეკონომიკური კრიზისი, ოპოზიციის მიერ შექმნილ ხელოვნური კრიზისის ფონზე კი არ შეიძლება თვეების განმავლობაში გაჩერება. მისი განმარტებით, ოცნების კომპრომისი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან დევს, ისევ ძალაშია და ოპოზიციას ნებისმიერ დროს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება:

"მოგეხსენებათ, დღეს იყო ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭო, ასევე ურავლესობის სხდომა, იცით, რომ ქვეყანაში არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და ამასთან დაკავშირებით ვმსჯელობდით. რაც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა მოლაპარაკების პერიოდში, მოლაპარაკება სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობა დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან და წინადადებები ისევ დევს მოლაპარაკებათა მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბრები, თუმცა, სამწუხაროა, რომ მოლაპარაკების ეს ეტაპი კონრეტული შედეგით ვერ დასრულდა. რადიკალურ ოპოზიციას არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისათვის ეთქვა სიმართლე, რომ შეუძლებელია სახელმწიფოსა და სამართლის წინააღმდეგ წასვლა და რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული ნაბიჯი, რაზეც შეუძლებელი იყო წასვლა. უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლა შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი მაშინ, როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ, შემოვლენ პარლამენტში, როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც როცა მოუნდება, მაშინ გამოვა ციხიდან - აი ამ არგუმენტებით, ამ შექმნილი ხელოვნური კრიზისით, რომელიც მათზე დამოკიდებული აღმოიფხვრას ერთ წამში, შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ რმ კრიზისია ქვეყანაში. ჩვენ ვიმსჯელეთ ისეთ მნშვნელოვან საკითებზე, როგორიცაა პანდემია, ვაქცინაცია, შეზღუდვები, ეკონომიკური კრიზისი - ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არა ჩარჩენას ამ გამოგონილი და ხელოვნური კრიზისის პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ჩვენს დასავლელ მეგობრებთან. ყველა ის კომპრომისი, რომელიც დადებული იქნა მოლაპარაკების მაგიდასთან, არის დღის წესრიგში და ნებისმიერ დროს შეუძლიათ პასუხის გაცემა, შემოსვლა პარლამენტში და მონაწილეობა იმ საკითხების განხილვაში, რაც ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყდება" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42