ოპოზიცია მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის და 15 მაისს რუსთაველზე დიდ აქციას აანონსებს, რომელიც გადამწყვეტი იქნება. ოპოზიციის მოქმედების გეგმა 12 საათზე საზოგადოებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა გააცნო.
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენს უკან საქართველოა, ჩვენს უკან არის საქართველოს ევროპული მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაქეები საუკუნეების განმავლობაში, ჩვენს უკან არის სახელმწიფოს იდეა. ამიტომ დღეიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას აქვს აზრი, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე, ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ისე რეგიონები, თუმცა ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს იქნება 15 მაისს", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი განცხადებით, ოპოზიცია გადადის პროტესტის საგანგებო, უწყევტ რეჟიმზე, რაც საბოლოოდ ქართველს ხალხს გამარჯვებამდე მიიყვანს.
მასალის გამოყენების პირობები






