"მელიას გათავისუფლების გარეშე არც ოპოზიციას უნდა მოსწონდეს მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე დათანხმება" , - აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.
მისივე შეფასებით, პირველი ლოგიკური ნაბიჯი მელიას გათავისუფლება უნდა იყოს.
"მე ვერ წარმომიდგენია, იმართებოდეს მოლაპარაკებები, როცა მთავრი ოპოზიცური ლიდერი - ნიკა მელია, ციხეშია. მე საჯაროდაც მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლონ მელია წინასწარი პატიმრობიდან. ეს იქნება კარგი და სასარგებლო დასაწყისი შემდგომი პროცესების განვითარებისთვის. ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, ისინი აკონტროლებენ ძალაუფლების ყველა შტოს, და მათ აქვთ ხელში ეს ბერკეტი. მელიას გათავისუფლების გარეშე, არც ოპოზიციას უნდა მოსწონდეს მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე დათანხმება, და არც ხელისუფლება უნდა ამბობდეს, რომ მათთვის რომელიმე საკითხი არის წითელი ხაზი. ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველი ლოგიკური ნაბიჯი მელიას გათავისუფლება უნდა იყოს, ვიმეორებ ამის გარეშე წარმოუდგენლად მეჩვენება მოლაპარაკებები" ამბობს იან კელი "დღის სტუმრის" ეთერში.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამ წუთას დიდ კრიზისშია - პარლამენტი ერთპარტიულია, რაც დემოკრატიის პირობებში მიუღებელია
მასალის გამოყენების პირობები






