პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმაუეება თეა წულუკიანის მინისტად დაბრუნებას და აცხადებს, ომ "ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად შექმნა თეა წულუკიანისთვის სამინისტრო.
მისივე თქმით, წულუკიანს პარლამენტი ეპატარავებოდა და რაღაცის მინისტრობა უნდოდა.
"ფაქტია, რომ ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი ეპატარავებოდა და რაღაცის მინისტრობა უნდოდა, "ქართულმა ოცნებამ" არც აცია, არც აცხელა და ცალკე სამინისტრო შექმნა. წულუკიანი რვა წლის განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრი და მართლმსაჯულების სისტემა ჩააფლავა. ვისურვებ, რომ ისეთივე წარუმატებელი არ იყოს, როგორიც მართლმსაჯულების მინისტრი იყო,"- ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. რესტრუქტურიზაციის პროცესში განათლების სამინისტრო ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ უწყებად.
მასალის გამოყენების პირობები






