საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ავალიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით, დათა პაპა ყველასთვის შეუგუებლობისა და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი იყო:
"ისიც იყო ჩვენთვის, ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი. ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს.
გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს. მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






