მწერალი ლაშა ბუღაძე კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშნვას გამოეხმაურა და ტვ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ მისთვის რთულია სერიოზულად ილაპარაკოს ადამიანზე, რომელსაც ეთიკისა და კულტურის თვალსაზრისწით სერიოზული პრობლემები აქვს:
"განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ, ამ ხელისუფლების ლოგიკის ჟანრშია ეს, ამ ქალბატონის დანიშვნა კულტურის მინისტრად. საერთოდაც, ძნელად წარმომიდგენია სერიოზულად ვილაპარაკო ადამიანზე, რომელსაც კულტურისა და ეთიკის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს. საკმაოდ აგრესიულია, ტაქტზე ლაპარაკი ზედმეტია, უხეშია, უზრდელობის თვალსაზრისით განსაკუთრებულ ნიმუშებს აღწევს და არის გამოკვეთილად პარტიული და სუბიექტური. საერთოდ, ასეთ თანამდებობზე მიდიან ადამიანები, რომლებიც არ უნდა განიხილავდნენ სფეროს იმგვარად, რომ დაყოფილი იყოს ჩემიანებად და მტრებად, მაგრამ მგონი, ამიტომაც დანიშნეს ეს ქალი, რომ პოლარიზება გამძაფრდეს. ვინც ბიუჯეტითაა დაკავშირებული კულტურის სამინისტროსთან კრიტიკას კი არა ფეისბუკზე დალაიქებასაც ვერ გაბედავს ვერაფრის, რაც ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავდეს. ამ მხრივ, თვითცენზურა იქნება. ეს ადამიანი იმ ისტერიკის გაგრძელება, რაც ამ ლეგიტიმაციადაკარგულ ხელისუფლებას ახასიათებს. ისეთივე კავშირშია წულუკიანი კულტურასთან, როგორც რომელიმე პიანისტი კავშირშია პარლამენტთან და დეპუტატია" - განაცხადა ბუღაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






