პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ულტიმატუმია, ხელისუფლებამ თავზე ნაცარი წაიყაროს, არჩევნები კი იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე სააკაშვილი ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს:
"არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ თავზე ნაცარი წაიყაროს და აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ აირჩევენ და ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს. ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყველა ხედავს რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის დროშით რაღაც აქციებს შეუერთდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. დაფიქრდნენ იმ დამოკიდებულებაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პროცესის მიმართ გააჩნიათ. ვინც ამას სიღრმისეულად გაანალიზებს, ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციას უჭრეს მხარს, აქციაში მონაწილეობას გადაიფიქრებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






