უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები: "ახლა, კიდევ უფრო რეალური გახდა ივანიშვილისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ სანქციები" - მინაშვილი
პოლიტიკა - 11:49, 19 Mar, 2021     1067
"ახლა, კიდევ უფრო რეალური გახდა ივანიშვილისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ სანქციებიც" - ასეთია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილის შეფასება გუშინდელ ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
მინაშვილის განმარტებით, გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" საქართველოს და მისი მოქალაქეების ბედი არ აინტერესებს.
"2 უმნიშვნელოვანეს საკითხზე - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა. მმართველ პარტიას ძალიან ხისტი პოზიციები ჰქონდა და ეს ყველამ კარგად დაინახა, მათ შორის ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. შეხვედრაზე მყოფმა ქართული ოცნების მომლაპარაკებლებმა ვერცერთ საკითხზე კომპრომისული წინადადება ვერ წარმოადგინეს. ეს ადამიანები დამოუკიდებლად ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გადაწყვეტილების მიმღები მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილია. მათ აქვთ მერკანტიული ინტერესები შეინარჩუნონ ძალაუფლება"- აღნიშნა მინაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის არჩეული თავმჯდომარე დაიჭირეს, შტურმით აიღეს ოფისი, მათ შეარბილეს საპროტესტო განწყობა, მმართველ პარტიას კი შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს. "პოლიტიკური ფასი ძალიან მაღალი იქნება. გაძლიერდება საერთაშორისო წნეხი და პროტესტი. იქნება სამოქალაქო აქტივობები ქუჩაში, ერთიანი ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობები. ახლა, კიდევ უფრო რეალური გახდა ივანიშვილისა და სხვა თანამდებობის პირების მიმართ სანქციებიც." - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42